„ევროპის სახალხო პარტიის" წევრი, „შეჩერების მექანიზმის" საკითხზე მომხსენებელი, ესპანეთის წარმომადგენელი აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა „შეჩერების მექანიზმზე" შეთანხმების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს.
„მოხარული ვარ, ვაცნობო კომიტეტს, რომ გუშინდელი ტრიალოგი წარმატებული იყო. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკურ ჯგუფს პარლამენტში. ეს იყო უკიდურესად რთული პროცესი, რადგან უკავშირდებოდა საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ამ ინიციატივის დამტკიცება ამ ქვეყნებისთვის იქნება იმედის გზავნილი. მოლაპარაკებები შუაღამემდე გრძელდებოდა და საბედნიეროდ, პარიზის ძალისხმევით მოხდა შეთანხმების მიღწევა. ამგვარად, ბავშვი დაიბადა, ჯანმრთელია, გილოცავთ",- აღნიშნა აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგამ LIBE-ს კომიტეტის სხდომაზე.