თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძეს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროკურორებმა შუამდგომლობა არ დააყენეს.
პროკურორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა, რომ მუხაძეს სხვა საქმეზე უკვე დადებული აქვს მსჯავრი და შესაბამისად, მასზე აღკვეთის ღონისძიება არ იქნება მოთხოვნილი.