logo_geo
eng_logo
ლუკა ფეიქრიშვილი: პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესყიდვა სხვადასხვა ფასად არის შესაძლებელი
- +

23 მარტი. 2016. 00:42



ახალგაზრდა ხაკერი ლუკა ფეიქრიშვილი ირწმუნება, რომ არსებობს სპეციალური საიტი, სადაც პოლიტიკოსებზე სხვადსხვა ფასად შესაძლებელია პირადი ცხოვრების ვიდეოების შესყიდვა. ამავე საიტზე განთავსებულია 2008 წლის ვიდეოებიც, რომელიც ციხის კადრებით არის ცნობილი.


ამის შესახებ განცხადება ახალგაზრდა ხაკერმა გადაცემა „არჩევანში" გააკეთა და თქვა, რომ ამ საიტზე სულ 5-6 ფაილი იყო განთავსებული. თუმცა, აქ პოლიტიკოსების კონკრეტული სახელები არ იყო მითითებული.


ჩვენ მოვიპოვეთ კონკრეტულ საიტზე წვდომა. გვაქვს კონრეტული საიტის ლინკი, სადაც მასალების რეალიზაციას ეწევიან. ვფიქრობ, ვიღაცის ხუმრობა ვერ იქნება, რადგან ამ საიტზე ჩვეულებრივი პირი განცხადებას ვერ გააკეთებს. ეს მცოდნის მიერ არის გაკეთებული და აუცილებლად მივაწვდით კიბერდანაშაულის სამსახურს," - განაცხადა ლუკა ფეიქრიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner