logo_geo
eng_logo
დღეს რეზო ჩეიძის 90 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება
- +

8 დეკემბერი. 2016. 15:14



დღეს, 8 დეკემბერს, დიდი ქართველი კინორეჟისორის, მოღვაწის,  „ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლის" რეზო ჩხეიძის 90 წლის იუბილეა. ამ თარიღთან დაკავშირებით,  რეზო ჩხეიძის მშობლიურ ქალაქ ქუთაისში გაიმართება საიუბილეო ღონისძიებები.


კინოთეატრ „საქართველოში" დილიდან  მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა ბატონი რეზოს ფილმების რეტროსპექტული ჩვენება. კინოთეატრის მეპატრონის, თენგიზ აბესაძის გადაწყვეტილებით, ამ დღეს, კინო „საქართველოს" ერთ-ერთ დარბაზს დიდი ქართველი კინოხელოვანის სახელი ეწოდება.18 საათზე გაიმართება ბატონი რეზო ჩხეიძის იუბილესადმი მიძღვნილი მადლიერების საღამო.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner