logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: საერთაშორისო კოალიცია „ისლამურ სახელმწიფოზე“ დარტყმებს გააგრძელებს!
- +

23 მარტი. 2016. 01:45



„საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის ხელმძღვანელობით სირიასა და ერაყშიისლამურ სახელმწიფოზედარტყმებს გააგრძელებს“, - ამის შესახებ კუბაში ვიზიტით მყოფმა ბარაქ ობამამ განაცხადა.სადაც არ უნდა წავიდნენ, ჩვენ მათ უკან გავყვებით", -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბარაქ ობამა ბელგიის მთავრობას დახმარებას დაჰპირდა.


ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მეგობარი და მოკავშირე ბელგიის დასახმარებლად, რათა გასამართლდნენ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ თავდასხმებზე. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ერთად, ეროვნების, რასისა და რელიგიის განურჩევლად. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ დავამარცხებთ მათ, ვინც მსოფლიოს უსაფრთხოებას ემუქრება", - განაცხადა ბარაქ ობამამ.


კუბაში ვიზიტისას ბარაქ ობამამ, მისმა მეუღლემ და ქალიშვილებმა ბრიუსელის ტერაქტებისას დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner