logo_geo
eng_logo
„კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
- +

8 დეკემბერი. 2016. 17:24



„კანონიერი ქურდობის" ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ იგი „კანონიერი ქურდობის" ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 15 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.


მოსამართლე შორენა გუნცაძემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული სასამართლოს განხილვების მიმდინარეობისას წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარიმის ოდენობა 6 500 ლარამდე შემცირდეს.


პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივროს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner