logo_geo
eng_logo
შეიძინეთ სახლისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკა deals.ge-ში
- +

8 დეკემბერი. 2016. 19:23


 


კომპანია deals.ge თანამედროვე ტექნიკისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, მაღალ ხარისხს და ფასის მუდმივ კონტროლს სთავაზობს.


ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილია ათასობით სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, მათ შორის სახლისთვის საჭირო ყველა სახის მსხვილი და წვრილი ტექნიკა: მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, გამწოვი, მტვერსასრუტი, საკერავი მანქანა, უთო, ტელევიზორი და სხვა.


www.deals.ge-ს მიზანია, მომხმარებელს დამღლელი პროცედურები და ზედმეტი დანახარჯები აარიდოს და შოპინგის პროცესი რაც შეიძლება მარტივი და ინოვაციური გახადოს. სწორედ ამ მიზნით, საიტზე მოქმედებს მოქნილი და ეფექტური მიწოდების სერვისი, რაც ნივთის როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით მიტანას გულისხმობს.


სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საბანკო, ასევე შიდა განვადებით. ორივე შემთხვევაში, განვადება შეგიძლიათ გააფორმოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. ამ ეტაპზე განვადების გაფორმება შესაძლებელია „რესპუბლიკა ბანკთან" და „ლიბერთი ბანკთან", ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისთან". გარდა ამისა, პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ მაღაზია deals.ge-ს პარტნიორ შპს „ისთ ვესთ კაპიტალის" სწრაფი სესხების მეშვეობით.


განვადების დამტკიცების შემთხვევაში, deals.ge-ს კურიერი შეძენილ პროდუქტსა და ხელშეკრულებას მითითებულ მისამართზე, მაქსიმუმ 48 სამუშაო საათში მოგაწვდით. მიწოდების სერვისი თბილისის მასშტაბით უფასოა, ხოლო რეგიონებში მიწოდების ღირებულება განისაზღვრება ნივთის წონის, ზომისა და მიწოდების ადგილის მიხედვით.


მომხმარებელს პროდუქტის მაღაზიიდან გატანა თავადაც შეუძლია, მხოლოდ აუცილებელია, ნივთის გატანამდე წინასწარ გაფორმდეს შეკვეთა და გაფრთხილდეს ოპერატორი.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner