საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თოჯინების საერთაშორისო გამოფენა „ArtDoll Tbilisi 2016" 11 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილია 20-მდე ქართველი მეთოჯინის, მათ შორის, თამარ კვესიტაძის, თორნიკე გოგინაშვილის, ლაურა სკატოლინისა (იტალია) და ოქსანა ვოროპაის (უკრაინა) ნამუშევრები.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია; ორგანიზატორი - საქართველოს მეთოჯინეთა გაერთიანება „ჯეოდოლი", „Travel Trend" და „360...".