logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: „შემოქმედებითი საქართველო“ ხელს შეუწყობს კრეატიული ინდუსტრიის განვითარებას
- +

8 დეკემბერი. 2016. 21:39



ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრ - „ტექნოპარკში", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, ფართომასშტაბიანი ფორუმი სახელწოდებით - „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის" გაიხსნა.


ღონისძიება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტმა  მიხეილ გიორგაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

როგორც მან „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, „შემოქმედებითი საქართველო" მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც ხელს შეუწყობს კრეატიული ინდუსტრიის განვითარებას.


„შემოქმედებითი საქართველო", ანუ „Creative Georgia" ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომ წლებში კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას. ჩვენ საბჭოთა კავშირშიც, მანამდეც და მას შემდეგაც, ვართ ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი შემოქმედებითი-სახელოვნებო კონტენტის, მაგრამ ამის გაბიზნესება არ ვიცოდით. ამ თვალსაზრისით, ეს პროგრამა არის ძალიან პროგრესული. ფაქტობრივად, პროგრამის მიზანი არის, რომ შემოქმედებით ხალხს ასწავლოს და ხელი შუწყოს ბიზნესად ჩამოყალიბებასა და თავისი ნიჭიერებითა და კრეატიულობით შემოსავლის მიღებაში", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner