იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 15 დეკემბრიდან მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღება უფასოდ, ბიომეტრული პასპორტის აღება კი 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. ამ პერიოდში პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად იქნება შესაძლებელი. ასევე უფასო იქნება ფოტოს გადაღებაც.
აქცია 9 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.