logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ვფიქრობთ, პროცესები ძალიან სწრაფად განვითარდება
- +

8 დეკემბერი. 2016. 23:05



საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ ძალიან მალე გაფორმდეს  ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა. ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის გზაზე არსებული მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი ბარიერი გადალახა. მისივე თქმით, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხები, რომელთა დასრულებას უმოკლეს ვადებში ელოდება.

 

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ძალიან მალე გაფორმდეს საქართველოსთვის ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა. დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და დარწმუნებულნი ვართ ამ პროცედურების უმოკლეს ვადებში დასრულებაში. ჩვენ გვაქვს მოლოდიონი, გამომდინარე იქიდან, რომ მთავარი დაბრკოლება რაც არსებობდა, რომელიც ერთადერთ წინააღმდეგობას წარმოადგენდა საქართველოსთვის, ეს ფაქტორი აღარ არსებობს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ პროცესები ძალიან სწრაფად განვითარდება", - განაცხადა დავით ზალკანიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner