დღეს, 23 მარტს, ბრიუსელის აეროპორტი დახურული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე აეროპორტის ხელმძღვანელობა ავრცელებს.
„აეროპორტი დაკეტილი იქნება 23 მარტს. ხვალ ჩვენ არსებულ ვითარებას შევაფასებთ და შესაძლოა, ბრიუსელის აეროპორტმა მუშაობა ხუთშაბათს განაახლოს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. მას მოჰყვა აფეთქებები ბრიუსელის მეტროშიც. ქვეყნის მთავრობამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. დაიღუპა 34 ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაშავდა.