აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრების რისკების შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპაში მოგზაურობაზე გაფრთხილება 2016 წლის 20 ივნისამდე შენარჩუნდება.
„ტერორისტული დაჯგუფებები კვლავ გეგმავენ ახლო მომავალში ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმებს, მათი მიზანი შესაძლოა, სპორტული ღონისძიებები, ტურისტული ადგილები, რესტორნები და ტრანსპორტი იყოს. ევროპაში მოგზაურობაზე გაფრთხილება 2016 წლის 20 ივნისამდე შენარჩუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ასევე მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.
შეგახსენებთ, ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტების შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი, ხოლო 200-ზე მეტი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.