logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: ბაშარ ასადის რეჟიმმა ალეპოში აქტიური საბრძოლო ქმედებების განხორციელება შეაჩერა
- +

9 დეკემბერი. 2016. 10:57


 


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ბაშარ ასადის რეჟიმმა სირიის ქალაქ ალეპოში აქტიური საბრძოლო ქმედებების განხორციელება შეაჩერა.


ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან სამოქალაქო მოსახლეობის გამოყვანის ოპერაციაა. ეს სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციის უმსხვილესი ოპერაციაა. კოლონა, რომელიც რვა ათასი ადამიანისგან შედგება, ეს კოლოსალური ოპერაციაა. ევაკუაციის მარშრუტის სიგრძე ხუთ კილომეტრს შეადგენს.

დასავლეთის ქვეყნებს არ შეუთავაზებიათ ალეპოში ჰუმანიტარული კრიზისის დარეგულირების კონკრეტული გადაწყვეტილება", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.


ლავროვის თქმით, რუსეთი გააგრძელებს სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner