logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი NDI-ის პრეზიდენტს ჯენ ვოლაკს შეხვდა
- +

9 დეკემბერი. 2016. 11:16


 


საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NDI-ის პრეზიდენტს ჯენ ვოლაკს შეხვდა.


შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ღია მმართველობის განვითარების პროცესს, ქვეყანაში  განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და საქართველოს წარმატებულ მიღწევებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან და სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობასთან.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის გაღრმავების პროცესს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner