logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა ორსული გოგონა ავტოავარიის შედეგად გადაბრუნებული მანქანიდან გადმოიყვანა
- +

23 მარტი. 2016. 10:49


„facebook"-მომხმარებელი გიგა კიტია პირად გვერდზე წერს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავტოავარიის შედეგად გადაბრუნებული მანქანიდან ორსული გოგონა გადმოიყვანა.



დღეს საშინელ ავტოავარიას შევესწარი: გადაბრუნებულ მანქანაში ორსული გოგოს გამოყვანაში პრეზიდენტი ეხმარებოდა და ზრუნავდა, რომლის ესკორტი შემთხვევით გახდა მომსწრე... ცდილობდა, ცეცხლმაქრი საკუთარი მანქანიდანაც გამოეყენებინათ... გვერდი არ აუვლია თუნდაც უსაფრთხოების მიზნით, რადგან შეჯახება გაზგასამართ სადგურთან მოხდა სატუმბ ჯიხურთან შეჯახებით... მე მომწონს ეს ადამიანი, როგორც ადამიანი და შემდეგ პრეზიდენტი. ორსული გოგოს ( მძღოლის) ამბები არ ვიცი, რადგან სასწრაფომდე წაუყვანიათ, გვერდზე მჯდომი კი საშინლად იყო დალეწილი და იმედია, სტაბილურად მაინც არიან..." - წერს გიგა კიტია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner