„53 წლის გახდებოდა დღეს ზურა ჟვანია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი წერს და საქართველოს ექს-პრემიერს იხსენებს.
„მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე ვისაუბრეთ მობილურით, ასე მითხრა, ხვალე ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო... კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა...
ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით, მიუხედავად ამისა, არასოდეს გამიბედია, მისთვის საჯაროდ „შენობით" მიმემართა (ამაზე ბრაზობდა :) ).
მიხარია, რომ დღეს ჩვენი შვილები მეგობრობენ, ზურას ძალიან კარგი შვილები ჰყავს - აი, ისეთი, მამის გულს სიამაყით რომ აავსებდა.
გაანთლოს ღმერთმა ამ კაცის სული.
მენატრება ხოლმე ზურა.
რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო - ზურა რომ არ მოეკლათ?!" - წერს ყანდიაშვილი.