logo_geo
eng_logo
უკანონოდ მოწყობილი ღობეების დემონტაჟი
- +

9 დეკემბერი. 2016. 12:55




ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუდადოვის ტყის ტერიტორიაზე დღეს უკანონოდ მოწყობილი ღობეების დემონტაჟი განახორციელეს.


ღობეების დემონტაჟის პარალელურად, შპს „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა კი, 500 კვიპაროსი და 300 მთის ნეკერჩხალი დარგეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების დარგვა საგაზაფხულო რგვების სეზონზეც გაგრძელდება.


დღეს ადგილზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უკლება და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.


„ზედამხედველობის სამსახურის მიერ ტარდება ღონისძიებები ხუდადოვის ტყეში უკანონო შემოღობვებისა და მიწის მიტაცების ფაქტების აღკვეთის მიზნით. მიმდინარეობს ღობეების მოხსნა, მათი დემონტაჟი. პარალელურად, ხორციელდება გამწვანების ღონისძიებები. სამუშაოებში, ასევე, ჩართულია „თბილსერვის ჯგუფი", მათი თანამშრომლები ასუფთავებენ ტერიტორიას", - განაცხადა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი უკლებამ.


Description: C:UsersAdministratorDownloadsDPE_0645 copy.jpg

 

 

Description: C:UsersAdministratorDownloadsDPE_0670 copy.jpg

 

 

Description: C:UsersAdministratorDownloadsDPE_0571 copy.jpg

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner