ცნობილმა იტალიელმა დიზაინერებმა დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ სოციალურ ქსელებში აქტიური აქცია წამოიწყვეს. ისინი მოითხოვენ, რომ ჰომოსექსუალებს ბავშვის აყვანის უფლება არ მისცენ. დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა თავადაც ჰომოსექსუალურ ქორწინებაში იმყოფებიან, მაგრამ როგორც ჩანს, შვილების ყოლას არ გეგმავენ, რადგან ეს არასწორად მიაჩნიათ.
„შვილები დედისა და მამის კავშირით ჩნდებიან, ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა ხდებოდეს", - განაცხადა დოლჩემ. ასევე, დიზაინერები სუროგაციის წინააღმდეგნიც არიან, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ბიოლოგიაზე ძალადობაა: „ცხოვრება დინებაა, რომელშიც ჩარევა არ შეიძლება".