logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე აპირებს, „ინტერნეიშენალ ივენთსს“ მის საკუთრებაში არსებულ ბინაში რეგისტრაცია გაუუქმოს
- +

9 დეკემბერი. 2016. 13:21


 


კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძე „რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, რომ „ინტერნეიშენალ ივენთსს" მის საკუთრებაში არსებულ ბინაში რეგისტრაცია უნდა გაუუქმოს.


მისი თქმით, გაბაშვილის ქ. #1-ში მდებარე ბინა მას ეკუთვნის და განმარტავს, რატომ არის დღემდე ამ მისამართზე რეგისტრირებული შპს „ინტერნეიშენალ ივენთსი".


ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია. წარმოიდგინეთ, 2005 წელს, აბსოლუტურად ფორმალური საკითხი, როდესაც იურიდიული მისამართი განესაზღვრა კომპანიას ბინაზე. როდესაც 10 წელზე მეტია არ ცხოვრობ ამ ბინაში და ინიშნები თანამდებობაზე, ნამდვილად არავის გახსენებია ეს ფორმალური საკითხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენდეს დღესაც, თუმცა, ამ ხარვეზს აუცილებლად გავასწორებ და გავაუქმებ რეგისტრაციას", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსი" სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, დღეისათვის სახელმწიფოსადმი ჯამურად დავალიანება 1 245 000 ლარზე მეტს შეადგენს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner