logo_geo
eng_logo
პატრიარქის თხოვნით, ქართლში ბანას ანალოგიური ტაძრის მშენებლობის საკითხზე სპეციალისტები იმსჯელებენ
- +

9 დეკემბერი. 2016. 13:22



სპეციალისტები ქართლში ბანას ანალოგიური ტაძრის მშენებლობის საკითხზე მსჯელობენ.


დღეს სურამისა და ხაშურის ეპარქიის წინამძღოლმა, მეუფე სვიმონმა (ცაკაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგის მაკეტი და პროექტი წარუდგინა.


მეუფე სვიმონის განცხადებით, ბანა ერთადერთი მრგვალი ქართული ტაძარია. მშენებლობა სურამის ტბის თავზე იგეგმება, რომელიც გეოგრაფიულად ბანას ადგილმდებარეობის ანალოგია. ტაძარს ექნება როგორც სასულიერო, ისე საგანმანათლებლო ფუნქცია.


ილია მეორემ განაცხადა, რომ ბანა არის მართლაც შედევრი, თუმცა უნდა შედგეს მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება მისი ანალოგის აშენება.


მიჩნდება ერთი კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ბანის განმეორება, საჭიროა თუ არა, ეს შედევრი განმეორდეს, შედევრი უნდა დარჩეს ერთი. როცა ვემზადებოდით სამების ტაძრის ასაშენებლად, წარმოდგენილი იყო 170 პროექტი, მათ შორის ბანას მსგავსი პარიზელმა არქიტექტორმა წარმოადგინა და მაშინ, რა რა თქმა უნდა, ეს არ გავიდა. მინდა მივმართო კითხვით არქიტექტორებს, მეცნიერებსა და ხელოვანებს. მათ უნდა იმსჯელონ, რამდენად მიზანშეწონილია, ეს განმეორდეს", - მიმართა ილია მეორემ პროექტის ავტორს და სთხოვა, ხელოვნებათმცოდნეებს ჰკითხონ აზრი.


 ბანა ისტორიულ ტაოში, ჭოროხის  ხეობაში, მდინარე ბანას მარჯვენა ნაპირთან მდებარეობს. ამჟამად  „ფანაკის" სახელწოდებით თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner