logo_geo
eng_logo
ბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება
- +

9 დეკემბერი. 2016. 13:37



აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ წელს როკის, ფანკის, პოპის, ფოლკისა და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებისთვის ევროპის მოედანს საყვარელი შეკრების ადგილად გადააქცევს 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.


Salio, Young Georgian Lolitaz, DJ Ako Von Unten, Mellow, The Bearfox, Asea Sool - მცირე ჩამონათვალია იმ ბენდებისა და მუსიკალური ჯგუფებისა, რომლებიც სტუმრების საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ. საახალწლო კონცერტები სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს დაიწყება და 2 იანვრამდე გაგრძელდება. 


ევროპის მოედანს განსაკუთრებულ ელფერსსაახალწლო სოფელი" შესძენს, რომელიც 25 დეკემბერს გაიხსნება.

სოფლის ტერიტორიაზე სპეციალური ინსტალაციებით განათებულ ჯიხურებში განთავსდება კვების ობიექტები და ღვინის კომპანიები. იქვე განთავსებული შეშის ბუხრები, გლიტვეინი და ენერგიული მუსიკა კი მოედანზე მისულ ადამიანებს დაეხმარება, მიუხედვად ზამთრის სუსხისა, გაიუმჯობესონ განწყობა და ერთად აღნიშნონ ახალი წელი. საახალწლო განწყობის შექმნას ხელს განსაკუთრებით შეუწყობს ის საჩუქრები, კონკურსები და გათამაშებები, რომლებიც ევროპის მოედანზე მისულ ადამიანებს დახვდებათ.

 

წინასაახალწლოდ ევროპის მოედანი საინტერესო იქნება ბავშვებისთვისაც. 25 დეკემბრიდან პატარებისთვის ჯადოსნურ გარემოს სანტა კლაუსი და მისი მეგობრები შექმნიან. სანტას კარნავალი მასში მონაწილე ელფებით, ზღაპრის გმირებითა და ოჩოფეხებით ბავშვებს საშუალებას მისცემენ, ზღაპარში იმოგზაურონ. სურათის გადაღების მსურველებებს კი თოვლის ბაბუა ნაძვის ხის გვერდით სპეციალურად მოწყობილსანტას კუთხში" დაელოდება.

რაც შეეხება 31 დეკემბერს, ევროპის მოედნის სტუმრები ახალი წლის დადგომას შოუბიზნესის ვასკვლავების გალა კონცერტით, ლაზერ შოუთი, გრანდიოზული იერვერკითა და მასშტაბური 3D ვიდეო პროექციით შეხვდებიან" - განუცხადა „პირველს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა.


ღონისძიებები ევროპის მოედანზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით ჩატარდება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner