აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინიციატივით გამოვიდა.
მისი თქმით, მსოფილიოს ყალბი ინფორმაციის ეპიდემია ემუქრება.
მისი განცხადებით, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორმა მეტად უნდა იაქტიურონ იმ პროპაგანდის, სიცრუისა და სიყალბის დასაძლევად, რომელიც მედიით თუ სოციალური ქსელებით ვრცელდება.
კლინტონის თქმით, ყალბი ინფორმაცია ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ჰილარი კლინტონი წინასაარჩევნო მარათონის დროს თავადაც გახდა ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი.
საქმე ეხება ე.წ. „პიცაგეითს". სოციალურ მედიაში გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, თითქოს კლინტონი და მისი შტაბის ხელმძღვანელი ჯონ პოდესტა დაკავშირებულები იყვნენ ბავშვებზე მოძალადეთა საიდუმლო ორგანიზაციასთან, რომლის ოფისიც პიცერიაში იყო განლაგებული.
ორშაბათს ჩრდილოეთ კაროლინაში აღნიშნულ პიცერიაში უცნობი პირი შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა. როგორც ბოროტმოქმედმა სასამართლოში განაცხადა, მას „პიცაგეითის" გამოძიება სურდა.