logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტმა ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
- +

23 მარტი. 2016. 10:55


ევროპარლამენტმა უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

ბრიუსელში დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, ევროპარლამეტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეხუთე პლენარული სხდომა მაინც გაიმართა.

სავჩენკოს მხარდამჭერ რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები და როსტოვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სავჩენკოსთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე.



საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა ვიქტორ დოლიძემ და ჰეიდა ჰაუტალამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტის დაგმობის თაობაზე.



პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა ენერგოუსაფრთხოებისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების მიერ მიღებული რეზოლუციები - პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის; ეკონომიკური ინტეგრაციის; საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და პოლიტიკური დაახლოების.


აღსანიშნავია, რომ პლენარული სხდომა დღეს უნდა გაგრძელებულიყო, რის შემდგომაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია იყო დაგეგმილი, თუმცა ბრიუსელში განვითარებული მოვლენების გამო, ყველა ღონისძიება გაუქმდა და რიგით მეხუთე სესიამ მუშაობა გუშინვე დაასრულა.



პლენარულ სხდომამდე ევროპარლამენტში ქალთა ფორუმი გაიმართა, სადაც ქალთა გაძლიერებაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, უსაფრთხოებაზე და ქალების პოლიტიკურ პროცსებში ჩართვაზე იმსჯელეს.



როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია საუბარი და აზრების გაცვლა იმ საერთო ძალისხმევაზე, რომლითაც ყველა ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ სივრცეში.


ბრიუსელში, 21-22 მარტს გამართულ სხდომებში საქართველოს პარლამენტი ასამბლეის თანაპრეზიდენტის უფლებამოსილებით შეხვდა, სადაც საქართველოს პარლამენტიდან ვიქტორ დოლიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ანი მიროტაძე, გიორგი ჟორჟოლიანი, ფრიდონ საყვარელიძე, გიორგი ჟვანია, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი კანდელაკი და ლევან თარხნიშვილი მონაწილეობდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner