logo_geo
eng_logo
მამუკა ხაზარაძე: ლარის დოლართან მიმართებაში ვარდნა, პირველ რიგში, კომერციულ ბანკებს აზარალებს
- +

9 დეკემბერი. 2016. 14:37


 


„თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლარის დოლართან მიმართებაში ვარდნა, პირველ რიგში, კომერციულ ბანკებს აზარალებს.


ბოლო პერიოდში ლარის ვარდნამ პანიკა გამოიწვია. პანიკას კი კომენტარები მოჰყვა. ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ ზოგი ექსპერტი ამ ყველაფერში ბანკს ადანაშაულებს. მე კატეგორიულად ვაცხადებ, ელემენტარული ცოდნაა საჭირო იმის გასაცნობიერებლად, რომ ნებისმიერი ვარდნა ლარის დოლართან მიმართებაში, პირველ რიგში, კომერციულ ბანკებს აზარალებს. ეს არ არის სათამაშო თემა. წყნარად ვუყურებდით ამას, მაგრამ ახლა კომენტარის გაკეთება გადავწყვიტეთ. საქართველოს საბანკო სისტემა, პირველ რიგში, არის დაინტერესებული, რომ ლარი მყარი იყოს.

ლარის გაუფასურების დროს ბანკს ორი მხრიდან ექმნება პრობლემები. კომერციული ბანკების კაპიტალი უცხოურ ვალუტაში ითვლება. რადგან საქართველოს წამყვანი ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილი, ბევრი უცხოელი ინვესტორიც გვყავს. ამიტომ ლარის ნებისმიერი ვარდნა იწვევს კაპიტალის შემცირებას და ინვესტიციების დაკარგვას. მეორე მხარივ კი, ნებისმიერი ვარდნა პრობლემას უქმნის ჩვენს კლიენტურას. მათ სესხის დაბრუნება უჭირთ. მათი თანხა მიდის რეზერვში და ბანკის შემოსავალს აკლდება. ამ მიზეზების გათვალისწინებით, ცხადია, ბანკი პირველ რიგშია დაინტერესებული, რომ მყარი ეროვნული ვალუტა გვქონდეს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner