ავტორი შორენა ღვაჩლიანი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონთან მიმართებით, არის საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გაიმართა. მისი თქმით, კომიტეტში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის განხილვა მიმდინარეობს და ეს კანონი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის განხილვა მიმდინარეობს. მინდა ვთქვა, რომ ამ კანონთან მიმართებით, არის საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს და ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებრივი ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
არავისთვისაა ახალი, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ამ განვითარებულ ეპოქაში კი, არ შეიძლება უარის თქმა კომუნიკაციაზე, ურთიერთობასა და კონკრეტული სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბებაზე. თუ ეს კანონი, ამ სახით, ხელს უშლის ამგვარი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მაშინ მასში გარკვეული მიდგომები უნდა შეიცვალოს", - განაცხადა კობა კობალაძემ.