logo_geo
eng_logo
ციკლიდან: ტიფლისურად საინტერესო
- +

23 მარტი. 2016. 10:58


დიდუბის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელშიც 1189 წელს თამარ მეფემ და დავით სოსლანმა დაიწერეს ჯვარი. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღმრთისმშობლის ხატი თამარ მეფემ შესწირა. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევისას დაზიანებულა, 1795 წელს კი აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარს დაუნგრევია.

1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევითა და მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით, დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია ხელახლა ააშენეს. განახლებულ ეკლესიას გუმბათი 1889 წელს დაადგეს. მისი არქიტექტურა ე. წ. რუსული სტილის ნიმუშია.

ეკლესია აშენებულია სხვადასხვა პირთა, შემწირველთა საშუალებითა და საფასით. ხოლო და გულის მოდგინება ყოფილა დეკანოზის იმნაძისა, მღვდელი ზედგენიძისა და აზნაურ გიორგი ქართველიშვილისა," - წერდა იმ დროის გაზეთი „დროება".

ეკლესიის ინტერიერის მოხატვა, რომელიც ალექსანდრე ბანძელაძეს ეკუთვნის, 1979 წლის აგვისტოში დაწყო და 1991 წელს დასრულდა.

თავად დიდუბის გაშლილი ველები კი თბილისში ოდითგანვე ცხენოსნობისთვის გამოიყენებოდა. XIX საუკუნეში აქ ხშირად იმართებოდა ჯირითი, სხვადასხვა აღლუმები. 1848 წელს დიდუბეში გაიმართა პირველი ოფიციალური შეჯიბრი დოღში, ხოლო 80-იან წლებში, ამ ადგილებში აშენდა იპოდრომი. 1910 წლის ნოემბერში, ამ იპოდრომზე გაიმართა რუსი მფრინავის ს. უტოჩკინის საჩვენებელი გაფრენა, რომლის დროსაც მან თბილისს შემოუარა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner