იტალიის პრემირ-მინისტრი მატეო რენცი ერთიანი ევროპული თავდაცვის შექმნისკენ მოწოდებას აკეთებს.
„დღეს მათ შეტევა მიიტანეს ბელგიაზე, მაგრამ ამავე დროს შეტევა მიიტანეს ევროკავშირის დედაქალაქზე, თვეები, შეიძლება წლები დაჭირდეს, მაგრამ ჩვენ მათ დავამარცხებთ.
ამჯერად ევროპა ბოლომდე უნდა მივიდეს, ჩვენ გვჭირდება ევროპული პაქტი, პაქტი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ინვესტირება თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სტრუქტურაში", -განაცხადა მატეო რენციმ.
მისი თქმით, თავდაცვის ინტეგრაციის საკითხი 1954 წლიდან დგას დღის წესრიგში, თუმცა არასოდეს რეალური სტრუქტურების ჩამოყალიბებამდე არ მისულა.
ევროპის სტრატეგიული პოლიტიკის ცენტრის მიხედვით, რამდენიმე ფაქტორი მუდმივად უშლიდა ერთიანი თავდაცვის ჩამოყალიბებას ხელს, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო NATO-ს პოლიტიკა, წევრ ქვეყნებში პოლიტიკური ნების არარსებობა, სამხედრო თანამშრომლობის ფრანგმენტაცია და კონსერვატიული პოლიტიკა შეიარაღების წარმოების სფეროში.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობა მუდმივ საფუძველზე", - აღნიშნა რენციმ.