logo_geo
eng_logo
„გაიოზ კერატიშვილს სიკვდილის შემდეგ აღუდგა მიტროპოლიტის ხარისხი“
- +

23 მარტი. 2016. 11:13


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:


გაიოზ კერატიშვილის დაკრძალვაზე, საქართველოს საპატრიარქოს სახელით ნინოწმინდაში მამა გიორგი ხარაზიშვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, გაიოზ კერატიშვილს სიკვდილის შემდეგ აღუდგა მიტროპოლიტის ხარისხი, ამასთანვე საპატრიარქომ ბოდიში მოუხადა გარდაცვლილ მიტროპოლიტს, რომ ვერ დაიცვა ის, როცა გასამართლებული იქნა საბჭოთა სისტემის მიერ იმ მძიმე პერიოდში, როცა ეკლესია თავად განიცდიდა დიდ ზეწოლასო".

მიტროპოლიტი გაიოზი იყო უდიდესი პიროვნება, იგი იყო დევნილი მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან არ ემსახურა იმ შავ ძალას რომელიც მაშინ საქართველოში იყო. 

დღეს მეც გახლდით ნინოწმინდაში და საშუალება მქონდა, უკანასკნელ გზაზე გამეცილებინა ეს წმინდა ადამიანი, რომელიც მსხვერპლი გახლდა საბჭოთა სისტემისა. მალე ყველა გაიგებს, ვინ იყო მიტროპოლიტი გაიოზი და რატომ იყო იგი რეპრესირებული.
ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა", - წერს მჟავანაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner