logo_geo
eng_logo
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონი გახდა
- +

9 დეკემბერი. 2016. 21:08



ქართველმა სპორტსმენი ანასტასია გოტფრიდი ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის, 20-წლამდელებში, +75 კილოგრამ წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.


გოტფრიდმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ანასტასიამ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა და 118 კილოგრამით პირველზე გავიდა. ის ჩემპიონი გახდა აკვრაშიც, სადაც 133 კილოგრამი დააფიქსირა. შედეგად, გოტფრიდმა ჯამში 251 კილოგრამი დასძლია და 13 კილოგრამით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ უკრაინელ ვალენტინა კისილს. მესამეზე ბრიტანელი მერსი ბრაუნი (233 კგ.) გავიდა.


ამგვარად, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უკვე 14 მედალი მოუგროვდა, ხვალ კი ტურნირში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ჩაებმება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner