logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: 2017 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების 100 მილიონით შემცირებას
- +

9 დეკემბერი. 2016. 22:52



პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „ჩემი კითხვა" განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს 100 მილიონით მეტით ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. კოვზანაძის განმარტებით, საუბარია, როგორც სახელფასო ფონდში, ასევე ზოგადად ადმინისტრაციული მიმართულებით.


„მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს 100 მილიონით მეტით ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას და იქ არ არის საუბარი რაიმე დამატებით პრემიებზე ან წახალისებაზე.

საუბარი არის ხარჯების შემცირებაზე, როგორც სახელფასო ფონდში, ასევე ზოგადად ადმინისტრაციული მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ეს არის პირველი ნაბიჯი და რამდენადაც მე ვიცი, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს არ არის ბოლო და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება გარკვეული მიმართულებით კიდევ იქნება", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner