logo_geo
eng_logo
„ხელებით მანიშნა - დამთავრდა ყველაფერიო“ – ვასო კიკნაძე გარდაიცვალა
- +

23 მარტი. 2016. 11:25


ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ვასო კიკნაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე facebook-ზე წერს:



ბატონი ვასო კიკნაძე გარდაიცვალა!!!

დღეს საავადმყოფოში ხელებით მანიშნა - დამთავრდა ყველაფერიო, ღიმილით დამემშვიდობა და რამდენიმე საათში წავიდა კიდეც. კაცი, რომელმაც თეატრის სიყვარული მასწავლა და პროფესიაში გზა გამიკვალა. წავიდა ადამიანი, რომელმაც ქართულ თეატრს 47 წიგნი მიუძღვნა და უამრავი სტუდენტი აღუზარდა.

მშვიდობით, ბატონო ვასო..." - წერს წულუკიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner