logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: ე.წ. ლარიზაციის გეგმა პირველი სერიოზული და არაორდინალური გადაწყვეტილებაა დედოლარიზაციის კუთხით
- +

9 დეკემბერი. 2016. 23:58


 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა, რომ ე.წ. ლარიზაციის გეგმა პირველი სერიოზული და არაორდინალურია გადაწყვეტილებაა დედოლარიზაციის კუთხით. როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ძალიან საინტერესო პროგრამა დაიწყო მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთად.

 

„შემიძლია გითხრათ, რომ პირველი სერიოზული და არაორდინალურია გადაწყვეტილებაა დედოლარიზაციის კუთხით. თუ აიღებთ თქვენ ფიზიკური პირების დეპოზიტებს უცხოურ ვალუტაში, შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის 80%-მდეა დოლარიზაციის მაჩვენებელი.

 

ამიტომ ხელისუფლებამ აიღო მიმართულება იქითკენ, რომ შეამციროს დოლარიზაციის მაჩვენებელი საერთოდ საბანკო სექტორში. გამომდინარე აქედან, ჩვენი ამოცანაა, რომ რამდენადაც შესაძლებელია ეს მაჩვენებელი შემცირდეს. უპირველეს ყოვლისა ეს ახდენს გავლენას იმაზე, რომ, როგორც კი ლარის დევალვაცია ხდება, მაშინვე ადამიანებს, ვისაც აღებული აქვთ სესხები უცხოურ ვალუტაში, უპირველეს ყოვლისა ამერიკულ დოლარში, ისინი იხდიან უფრო მეტს", - განაცხადა კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ ე.წ. ლარიზაციის გეგმა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებთ მათ ხარჯებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner