logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: საამქროები, მაგას რეანიმაციები არ ჰქვია, უნდა ჩაიხსნას სისტემიდან
- +

9 დეკემბერი. 2016. 23:59



პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომერემ აკაკი ზოიძემ "პალიტრანისუსის" გადაცემაში ჟურნალისტის კითხვის , რომლის მიხედვით, ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 40-მდე კლინიკა გაიხსნა, სადაც რეანიმაციული განყოფილებები არსებობს, რომელშიც სწორედ საყოველთაო დაზღვევის პირობებში პაციენტის მოთავსება ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი იყო კლინიკებისთვის ზოიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ საამქროები, მაგას რეანიმაციები არ ჰქვია, უნდა ჩაიხსნას სისტემიდან.


„გეთანხმებით. მიხვალთ იმ განყოფილებაში, გაფორმებული ექნებათ ყველაფერი გადასარევად, ისტორიაც შესანიშნავად იქნება გაფორმებული, ვერაფერს ვერ დააზუსტებთ. სწორედ იმიტომ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს საამქროები, მაგას რეანიმაციები არ ჰქვია, უნდა ჩაიხსნას მთლიანად სისტემიდან, მაგათ რეანიმაციები არ ჰქვიათ. პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ყველაზე ოდიოზურ კლინიკებს და საამქროებს ჩახსნიან", -განაცხადა აკაკი ზოიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner