logo_geo
eng_logo
წინანდალში ქმარმა ახალგაზრდა ცოლი მოკლა
- +

10 დეკემბერი. 2016. 00:36


წინანდალში ქმარმა ახალგაზრდა ცოლი თოფით მოკლა, მკვლელობა სოფელში 9 დეკემბერს ღამიტ მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, 29 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ქმარმა თავის არეში მიაყენა. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


ადგილობრივების ინფორმაციიტ, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა, რასაც წინ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108- ე მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საღამოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, 1984 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილი მეუღლე - 1987 წელს დაბადებულ ე.შ. თავის საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში დაჭრა. მიყენებული ჭრილობის შედეგად ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის იარაღით თვითმკვლელობა სცადა. კერძოდ, თავის არეში, სანადირო თოფიდან გასროლით თავი დაიჭრა. იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.


„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს მიმართ, ყოფილ მეუღლესთან არსებული კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა. მოსამართლემ ა.ბ-ს 30 დღის განმავლობაში ე.შ-სთან მიახლოვება და სატელეფონო კავშირი აუკრძალა. რასაც ა.ბ. არ დაემორჩილა. უფრო ადრე, 2016 წლის 21 ნოემბერს, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა. ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადება-ტარების ბრალდებით დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე ნაწილის მესამე და მეოთხე ნაწილით). თელავის რაიონული პროკურატურის მიერ, აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვილი იქნა პატიმრობა, მაგრამ თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს საპატიმრო გირაო 8000 ლარი შეუფარდა, რომელიც მან გადაიხადა და 2016 წლის 1 დეკემბერს პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა", - აღნიშნულია შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner