logo_geo
eng_logo
„დედა ენის“ გამოცემიდან 140 წლის იუბილეს კონფერენცია მიეძღვნა
- +

10 დეკემბერი. 2016. 12:56



„დედა ენის" პირველი ბეჭდვითი გამოცემიდან 140 წლის იუბილეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კონფერენცია „გოგებაშვილის პედაგოგიკა - თანამედროვე გამოწვევები" მიეძღვნა.


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თსუ-ს ერთობლივ კონფერენციაში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, განათლებისა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიიღო მონაწილეობა. 


„პედაგოგიკის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და გოგებაშვილი არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, მივაქციოთ ყურადღება, როგორ ქმნიდა გოგებაშვილი ქართულ პედაგოგიკას და პრინციპი წამოვიღოთ აქედან. მე ყოველთვის მხარს დავუჭერ ამ სახის ღონისძიებებს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ კონფერენციაზე.


კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ღონისძიების მიზანია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პოპულარიზაცია და იაკობ გოგებაშვილის ნააზრევის წარმოჩენა.


იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" პირველად 1876 წელს გამოიცა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner