logo_geo
eng_logo
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლეს
- +

23 მარტი. 2016. 11:44


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა. 


საკრებულოს თავმჯდომარემ პოლონელი და ქართველი ხალხის მეგობრობის მრავალწლიან ისტორიაზე ისაუბრა და პოლონეთის რესპუბლიკასთან მრავალმხრივი, მათ შორის, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.


სტუმრებს  სიტყვით ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ მიმართა, რომელმაც პოლონელი ხალხისადმი დიდი პატივისცემა გამოხატა და შეხვედრას ორი ერის  ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი უწოდა.


პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ იან დიედზიჩაკმა საკრებულოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოსა პოლონეთს შორის მრავალწლიანი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.


საქართველოს დედაქალაქს პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის იან დიედზიჩაკის, პოლონეთის სეიმის წევრის, პოლონურ-ქართული საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარის მარგორჟატა ბოჟიევსკას, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორის იან ვალიცკის, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის დავით ყოლბაიას, ასევე პოლონეთის სეიმის წევრების შემადგენლობით ეწვია.


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ შეხვედრას  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და  წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.


შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ პოლონეთის დელეგაციას საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მარშალ იოზეფ პილსუდსკის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა, რომელიც  თბილისის საკრებულოსა და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო.


პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია თბილისს ერთ-ერთი გამზირისთვის პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საგანგებოდ ესტუმრა.


აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა  საკრებულოს სხდომაზე  ერთხმად მიიღეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner