logo_geo
eng_logo
„თბილისის ეროვნულ პარკში ირემები გამოჩნდნენ“
- +

10 დეკემბერი. 2016. 14:28



„თბილისის ეროვნულ პარკში გამოჩნდა საკმაოდ ბევრი რაოდენობის შველი, ირემი", - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს და აქვე იმედოვნებს, რომ „ამას ბრაკონიერები ცუდად არ გაიგებენ და არ დაირაზმებიან თბილისის ეროვნულ პარკში სანადიროდ".


აგულაშვილის თქმით, დაგეგმილია სპეციალური პროექტის განხორციელება, რომელიც კეთილშობილი ირემის გამრავლებას გულისხმობს.


„კეთილშობილი ირმის გამრავლების სპეციალური პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიომრავალფეროვნების გადარჩენისათვის", - აღნიშნავს გიგლა აგულაშვილი.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner