საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გახანგრძლივებას გეგმავს, - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება.
როგორც საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, მთავრობის შესაბამის შეთავაზებას პარლამენტს წარუდგენს. კაზნევის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 2017 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდა.
„ტერორისტული საფრთხის მუდმივობა აუცილებელს ხდის საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას", - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ მოქმედებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეროვნული ასამბლეა და სენატი მომდევნო კვირას განიხილავენ.