logo_geo
eng_logo
„იქნებ გაიხსენოთ, არც თუ დიდი ხნის წინ, როგორ აგიდუღათ „ქართული ჯიგარი“ ერთი მომღერალი სტუმრის უზნეო ქცევამ?!“
- +

10 დეკემბერი. 2016. 19:30



ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სვანეთში მომხდარი ფაქტის შესახებ საუბრობს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა, სვანური კოშკების ფონზე, შიშველმა, ფოტო გადაიღო.


„ერთი, ის მანახა, რომელიმე ტვინგალაყებულმა უცხო ტურისტმა ტანზე გაიხადოს, მთაწმინდის პარკის გალავანზე შედგეს, ორი თითი მაღლა აწიოს და შიშველი ტ@@@ი მიუშვიროს თბილისს - თავისუფლების სიმბოლოდ!

 

უფრო სწორად, მაგ ჟესტის ნახვაზე მეტად იმათი სახეების ნახვა მაინტერესებს, აქ რომ მესტიელების საქციელს იწუნებენ!

 

გახდა თუ უნდოდა იმ შტერ ბავშვს, მესტიამდე „ბილეთი" რად უნდოდა მაგ საქმეს?!

 

...თუ მართლა ასე ძნელი მისახვედრია, რატომ ქნა ის - რაც ქნა?!

 

მიწაში რაა, ის იცით - როცა გჭირდებათ!

 

მე მეზარება მეტის წერა და იქნებ თქვენით გაიხსენოთ, არც თუ დიდი ხნის წინ, როგორ აგიდუღათ „ქართული ჯიგარი" ერთი მომღერალი სტუმრის (საქმე იქაც ტ@@@ს ეხებოდა) უზნეო ქცევამ?!

 

არც მესტიელებს მოეწონათ ბიძიკო - შიშველი ტ@@@ის მიშვერა!" - აღნიშნავს მერაბ ხაჩიძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner