logo_geo
eng_logo
10 რეალური ფაქტი რუსეთზე
- +

10 დეკემბერი. 2016. 20:25



1. სახელმწიფო მოსკოვიას მეფე პეტრე I-მა რუსეთი უწოდა 1721 წელს.


2. მოკშის ტომმა თავის მდინარეს „მოსკვა" უწოდა, რომელიც ითარგმნება როგორც „ჭუჭყიანი წყალი". არცერთ სხვა ენაზე სიტყვა „მოსკვა" არ ითარგმნება. სიტყვა „კრემლი" - თათრულია და შემაღლებულზე აშენებულ სიმაგრეს ნიშნავს.


3. შუა საუკუნეებში ევროპის ყველა კარტოგრაფი ევროპის საზღვარს ავლებდა „რუსის" საზღვართან (ეს დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაა). მოსკოვია-ულუსია ფინური მოდგმის ხალხით დასახლებული და ყოველთვის ურდოს ეკუთვნოდა, ამიტომაც აზიას აკუთვნებდნენ.


4. მოსკოვია (რუსეთი) 1700 წლამდე ხარკს უხდიდა ყირიმის ხანს, თავის სუვერენს და პატრონს, რომელიც „ოქროს ურდოს" სამართალმემკვიდრედ ითვლებოდა. მოსკოვიის მეფე ყირიმის ელჩებს ქალაქის შესასვლელში ხვდებოდა, თავის ცხენზე სვამდა, თავად აღვირი ეკავა და ისე მიუძღვებოდა კრემლისკენ, თავის ტახტზე სვამდა და თავად მის წინ მუხლებზე იდგა.



5. 1610 წელს მოსკოვიაში ბორის გოდუნოვის (მირზა გუდუნ) სიკვდილით დასრულდა ჩინგიზიდების დინასტია, ტახტზე აიყვანეს ფინური შთამომავლობის ალექსეი კოშკა, რომელსაც ეკლესიამ მისცა გვარად რომანოვი, ვითომდა რომიდან ჩამოსულიო.


6. ეკატერინე II-მ 1795 წელს, უკანასკნელი თავისუფალი რუსული ლიტვის სამთავროს (დღევანდელი ბელარუსი) შემოერთების მერე გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც მოსკოვიის უგრო-ფინური წარმოშობის ხალხს „ველიკორუსები" ეწოდა, ხოლო ნამდვილ რუსებს (უკრაინელებს) „მალორუსები".


7. არავის, არასდროს უნახავს ხელშეკრულება, რომელსაც ვითომ ხელი მოაწერეს ბოგდან ხმელნიცკიმ და მეფე ალექსეი რომანოვმა და რომლის ძალითაც უკრაინა მოსკოვიას შეუერთდა.


8. რამდენიმე საუკუნეა, არქეოლოგები ეძებენ არტეფაქტებს, რომელიც კულიკოვოს ბრძოლის ნამდვილობას დაადასტურებს, თუმცა უშედეგოდ. ამის მიუხედავად დიმიტრი დონელის მამაიზე გამარჯვებას დღესაც უმღერიან.


9. ფსკოვის, ნოვგოროდის, სმოლენსკის ოლქები - ყოფილი სლავურ-რუსული სამთავროებია და უგრო-ფინურ მოსკოვიასთან არაფერი ჰქონდათ საერთო, სანამ მოსკოვიას ურდომ არ დაიპყრო. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ოლქებს, იქ არასდროს უცხოვრიათ სლავ ტომებს.


10. „ოქროს ურდო" და მისი შვილობილი - მოსკოვია ერთადერთი სახელმწიფოებია სამყაროში, სადაც საკუთარი ხალხი ჰყავდათ დამონებული. ამიტომაც მუდამ ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, რადგან თავისუფალი ხალხის ნაშრომი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მონების.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner