ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილე ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა.
თავდასხმა სავარაუდოდ, ორმა ძმამ ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუიმ განახორციელა. 27 და 30 წლის ძმები ბელგიის პოლიციისთვის ცნობილი იყვნენ. მათ 15 მარტის სპეცოპერაციის შემდეგ ეძებდნენ. სწორედ ხალიდის მიერ ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა პოლიციამ პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი სალახ აბდესლამის კვალი, რისი წყალობითაც 18 მარტს შესაძლებელი გახდა აბდესლამის დაკავება.
ცნობილია მესამე ეჭვმიტანილის ვინაობაც, მისი სახელია ნაზიმ ლააშრაუი, რომელიც პარიზის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნაშიც არის ეჭვმიტანილი. აღსანიშნავია, რომ ბელგიის პოლიციამ დღეს დილით გაავრცელა სამი ეჭვმიტანილის ვიდეომასალა, რომელიც სათვალთვალო კამერამ ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტებიდან ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა. გავრცელებული ცნობით, მათგან ორი მკვდარია, მესამეს კი ეძებენ.