logo_geo
eng_logo
თურქეთში მომხდარ აფეთქებას 15 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

11 დეკემბერი. 2016. 01:33



სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ არსებულ სტადიონ „ბეშიქტაშის" სიახლოვეს დღეს ორი აფეთქება მოხდა.


„ალ ჯაზირას" თურქულენოვანი გამოცემის ინფორმაციით ტერორისტული აქტის შედეგად 15-მდე პოლიციელი დაიღუპა.


თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა.


წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner