სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ არსებულ სტადიონ „ბეშიქტაშის" სიახლოვეს დღეს ორი აფეთქება მოხდა.
„ალ ჯაზირას" თურქულენოვანი გამოცემის ინფორმაციით ტერორისტული აქტის შედეგად 15-მდე პოლიციელი დაიღუპა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული.