logo_geo
eng_logo
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
- +

11 დეკემბერი. 2016. 10:13


 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლებმა, აქციის „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" ფარგლებში,  ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს.



სისხლის ჩაბარების აქცია, უკვე მესამე წელია, პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. მასში შს სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. ისინი „სისხლის ბანკის" დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner