logo_geo
eng_logo
სომალის დედაქალაქში აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

11 დეკემბერი. 2016. 10:43


 


სომალის დედაქალაქ მოგადიშოში დანაღმული ავტომობილი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა. ძლიერ აფეთქებას კი სროლა მოჰყვა.


არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა, თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან აფეთქების დროს პორტის შესასვლელთან არაერთი ადამიანი ტრიალებდა.


მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner