სომალის დედაქალაქ მოგადიშოში დანაღმული ავტომობილი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა. ძლიერ აფეთქებას კი სროლა მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა, თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან აფეთქების დროს პორტის შესასვლელთან არაერთი ადამიანი ტრიალებდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.