სტამბოლში, ბეშიქთაშის რაიონში, სტადიონ Vodafone Aarena-სთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ბოლო მoნაცმებით 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 პოლიციელი. კიდევ 166 ადამიანი დაშავებულია.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებით, თავდასხმის ობიექტი სწორედ პოლიციელების ავტობუსი იყო.
წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვის პულტით იმართებოდა.
თავდასხმაზე პასუხისმგბელობა ჯერ არავის აუღია.