გერმანული გამოცემა „Die Welt"-ის ინფორმაციით, ევროკომისიას ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ, აეროპორტების შესასვლელში კონტროლის დაწესება სურს.
„ეს საჭიროა, ვინაიდან ყველა ვიზიტორი აეროპორტში შესვლამდე შემოწმდება. ინდივიდუალური შემოწმება სირთულეებთან და ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ უსაფრთხოების მხრივ ეს დადებითი შედეგის მომტანი იქნება", - აცხადებს წყარო.
„Die Welt"-ის ცნობით, მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს დომოდედოვოს აეროპორტს, სადაც 2011 წლის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მსგავსი კონტროლი დაწესდა.
ევროკომისიის წყაროს ცნობით, მეტროს სადგურებში მსგავსი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაცილებით რთულია.
„რისკის ნულზე დაყვანა მეტროებში შეუძლებელია", - აღნიშნავს წყარო.