logo_geo
eng_logo
პატრიარქი ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით 12 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში ლოცვას, 13 დეკემბერს კი, საღმრთო ლიტურგიას შეასრულებს
- +

11 დეკემბერი. 2016. 13:20


 


მართლმადიდებელი ეკლესია 13 დეკემბერს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს.


სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ლოცვას 12 დეკემბერს, 18:00 საათზე, ხოლო საღმრთო ლიტურგიას 13 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყებს.


წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.


წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.


წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი 442-502 წწ-ში მოღვაწეობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner